მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


"შავი პიარი? თუ ბინძური და მანიპულაციური ტექნოლოგიები?
"შავი პიარი? თუ ბინძური და მანიპულაციური ტექნოლოგიები?
  
დღეს საქართველოში, ისევე როგორც სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი რუსეთში გავრცელებულია ტერმინი "შავი PR-ი". ეს ტერმინი არასწორია და მეტიც, ასეთი განსაზღვრება საერთოდ არ არსებობს. არსებობს კონკურენციის დროს ბინძური, არასასურველი და მანიპულაციური ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც საშუალებას იძლევა საზოგადოებრივი აზრი მართო დროის მცირე მონაკვეთში. სწორედ ასეთი ტექნოლოგიების გამოყენებას, რატომღაც დაარქვეს "შავი PR". ტერმინი "შავი PR"-ის ხშირი გამოყენება ემსახურება PR-ის, როგორც საკომუნიკაციო და დემოკრატიული დისწიპლინის დისკრედიტაციას.
რატომ არ შეიძლება იყოს PR "შავი"?

- თუ ავიღებთ PR-ის განმარტებას, ეს არის მართვის ფუნქცია, რომლის მიზანია ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის ორმხრივი, კეთილსასურველი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება, რომელიც სიმართლესა და მაქსიმალურ ინფორმირებულობას ეფუძნება. ანუ თუ PR არის ხელოვნება და მეცნიერება, რომელიც ემსახურება გაგებისა და კეთილგანწყობის დამკვიდრებას, კეთილსასურველი კავშირების ჩამოყალიბებას საზოგადოებასა და ორგანიზაციას შორის და ახორციელებს მათ შორის ურთიერთობას კეთილი განზრახვით, მაშინ PR-ი არ შეიძლება იყოს შავი, რადგანაც "კეთილსასურველი" და "კეთილი განზრახვით" დამყარებული ურთიერთობა არ შეიძლება იყოს შავი. დასავლეთში კი PR-ს, როგორც "შავს", ასე არ იცნობენ.

- არსებობს PR სპეციალისტის პროფესიული ქცევისა და ეთიკის კოდექსი, სადაც ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული, რომ PR სპეციალისტს და პრაქტიკოსს, არა აქვს უფლება გამოიყენოს ბინძური, მანიპულაციური ტექნოლოგიები და მიაწოდოს საზოგადოებას ტყუილი ან დამაბნეველი ინფორმაცია მისი შეცდომაში შეყვანის მიზნით.

PR სპეციალისტებს და პრაქტიკოსებს აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ. გამომდინარე აქედან მათი პროფესიული საქმიანობა უნდა შეესაბამისებოდეს საზოგადოების ინტერესებს.






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.