რეგისტრაცია
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.
| | ლობირება
ლობირება
|
|
ლობირება, ესაა ერთ-ერთი კანონიერი საშუალება, რომლითაც მოქალაქეთა ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები და სხვადასხვა "განსაკუთრებული ინტერესების ჯგუფები" ცდილობენ გავლენა იქონიონ მთავრობის და პარლამენტის ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე. იგი წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოებსა და სახელმწიფო უწყებათა ჩინოვნიკებზე ზეგავლენის სისტემას, რომლის მიზანია გარკვეული კანონპროექტის ან დადგენილების მხარდაჭერა, დამტკიცება ან შეცვლა.
ლობისტურ საქმიანობას არეგულირებს კანონი, რაც თავის მხრივ ამ პროცესს გადააქცევს ღიას საზოგადოებისათვის. მაგ. აშშ-ში უკვე 1946 წლიდან ფუნქციონირებს ფედერალური კანონი ლობისტური საქმიანობის შესახებ. მსგავსი კანონი საქართველოში 1998 წლიდან ამოქმედდა. პირი, რომელიც გარკვეული მატერიალური ან ფულადი ანაზღაურების საფასურად ან სხვა მიზეზების გამო მოღვაწეობს კონკრეტულ საკითხებზე ზეგავლენის მისაღწევად, ვიდრე დაიწყებდეს თავის საქმიანობას, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ასევე აუცილებელია წარმოადგინოს საკუთარი თავი და დამკვეთი ორგანიზაცია, მიანიშნოს ვადა, თუ რა დროში შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას და ყოველი თვის დასაწყისში ჩააბაროს ანგარიში აღნიშნულ ორგანოში.
მსოფლიოში ნელ-ნელა იზრდება ლობისტურ კომპანიათა რიცხვი. აშშ-ში, მაგალითისათვის 1975 წლიდან დარეგისტრირებულია 35.000-მდე ლობისტი. ოფიციალური ლობისტების თანამდებობეს იკავებენ უმეტესწილად იურისტები, გამოცდილი პოლიტიკოსები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლები, სენატორები და კონგრესმენები. ლობისტმა კარგად უნდა იცოდეს PR-ის ხელოვნება, რათა რაც შეიძლება დამაჯერებლად მიაწოდოს თავისი შეხედულებები და ინფორმაცია მიზნობრივ ჯგუფებს. ლობისტი ასევე კარგად უნდა იცნობდეს სახელმწიფო სტრუქტურებს და მისი ფუნქციონირების მექანიზმს, საკანონმდებლო პროცესს, სახელმწიფო პოლიტიკას და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თავისებურებებს.
გამოიყოფა ორი ტიპის ლობირება, უშუალო და არაუშუალო:
უშუალო ლობირება - ესაა ლობისტების მიერ წარმოდგენილი ორგანიზაციის ინტერესების პირდაპირი დაცვა, ანუ კანონმდებელზე უშუალო ზეწოლა. უშუალო ლობირების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ კანონმდებლებთან ურთიერთობას, რომელიც იმ რაიონიდან ან ოლქიდანაა არჩეული, სადაც მოღვაწეობს დამკვეთი. ამასთანავე მნიშვნელოვანია საქმიანი ურთიერთობები იმ ჯგუფებთან, რომლებსაც დიდი როლი ენიჭებათ კონკრეტული კანონპროექტის მიღებისას. მაგ. საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტების წევრები, რომლებიც პროფილის მიხედვით ვალდებულნი არიან განიხილონ კანონპროექტი.
არაუშუალო ლობირება - ესაა ლობირება ქვემოდან, სხვადასხვა მასობრივი კამპანიების ორგანიზების გზით, ანუ საზოგადოების მობილიზება რაიმე აქტის მხარდასაჭერად (ასეთი ფორმის ლობირებას ხშირად უწოდებენ ადგილობრივსაც). ასეთი ტიპის ლობირების ძირითადი მიზანია გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე და ამომრჩეველმა გააძლიეროს ზეგავლენა. ლობირების ამ ეტაპზე უდიდესი როლი ენიჭება მასმედიასთან მუშაობას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კონკრეტული საკითხის საერთო სამოქალაქო მნიშვნელობის დემონსტრირებას. ლობირების ამ ფორმის გამოყენებისას დიდი რომლი ენიჭება პიროვნებათაშორის ურთიერთობების მოწყობას, ხალხის კონკრეტულ ჯგუფებთან შეხვედრას და კორესპონდენციის საფოსტო გზავნილების მასიური კამპანიის ორგანიზებას.
|
|
|
|
| |
ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
|