მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


საზოგადოებასთან ურთიერთობების ევროპული კონფედერაცია (CERP)
საზოგადოებასთან ურთიერთობების ევროპული კონფედერაცია (CERP)
  European Public Relations Confederation (CERP)
საზოგადოებასთან ურთიერთობების ევროპული კონფედერაცია (CERP) დაარსდა 1959 წელს და მიზნად ისახავს ევროპის პროფესიული ასოციაციებისა და მათი წევრების ინტერესების დაცვას. იმ დროიდან კონფედერაცია გახდა ფორუმი - კონტაქტების დასამყარებლად, ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. წარმოდგენილი კოდექსი საზოგადოებსათან ურთიერთობების ევროპული კონფედერაციის მიერ მიღებულია ლისაბონში 1978 წლის აპრილის გენერალურ ასამბლეაზე და შევსებულია 1989 წლის მაისში. ცნობილია ლისაბონის კოდექსის სახელით.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში პროფესიული ქცევის ევროპული კოდექსი
(ლისაბონის კოდექსი)


ნაწილი I.
კოდექსით გათვალისწინებული პროფესიული კვალიფიკაციის კრიტერიუმები და ნორმები


მუხლი 1
ეროვნული ასოციაციის ყოველი პროფესიონალი წევრი, რომელიც მიღებულია მასში მოცემული ასოციაციის წესების თანახმად, მიიჩნევაPპიარის დარგის პრაქტიკოს მუშაკად და ვალდებულია შეასრულოს ამ კოდექსის მოთხოვნები.

ნაწილი II.
ზოგადი პროფესიული მოვალეობანი


მუხლი 2
პრაქტიკოსი პიარსპეციალიტი ვალდებულია თავის საქმიანობაში პატივი სცეს პრინციპებს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, განსაკუთრებით კი, სიტყვისა და ბეჭდვითი საშუალებების თავისუფლებას, რომელიც უზრუნველყოფს პიროვნების უფლებას მიიღოს ინფორმაცია. ამასთანავე იგი ვალდებულია იმოქმედოს საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და არ შელახოს პიროვნების ღირსება და პატივი.

მუხლი 3
პრაქტიკოსი პიარსპეციალიტი ვალდებულია თავის საქმიანობაში გამოავლინოს პატიოსნება, ინტელექტი და ლოიალობა. კერძოდ, მან არ უნდა გამოიყენოს ინფორმაცია ან კომენტარი, რომელსაც არაზუსტად ან დამაბნეველად მიიჩნევს. ამასთანავე უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რათა თუნდაც შემთხვევით, არ ისარგებლოს მუშაობის მეთოდებითა და ფორმებით, რომელიც არ შეესაბამება ამ კოდექსს.

მუხლი 4
პიარის სფეროში ნებისმიერი სახის საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე, ადვილად მისახვედრი, ნათლად ჰქონდეს მითითებული წარმოშობის წყარო და არ შეიცავდეს მესამე მხარის შეცდომაში შეყვანის ტენდენციას.

მუხლი 5
თავის ურთიერთდამოკიდულებაში სხვა პროფესიის ან სხვა სფეროს საზოგადოებრივ ურთიერთობათა წარმომადგენლებთან, პრაქტიკოსმა პიარსპეციალისტმა პატივი უნდა სცეს იმ წესებსა და პრაქტიკას, რომელიც აღიარებულია ამ პროფესიაში ან საქმიანობაში, იმ სახით, რომელიც ესადაგება მისი პროფესიული საქმიანობის ეთიკას.

პრაქტიკოსმა პიარსპეციალიტმა პატივი უნდა სცეს იმ სახელმწიფოს პროფესიული ქცევის ეროვნულ კოდექსებსა და კანონმდებლობას, რომელშიც ის მოღვაწეობს და ამასთანავე თავი შეიკავოს თვითრეკლამირებისაგან.

ნაწილი III.
სპეციალური პროფესიული მოვალეობანი


კლიენტებსა და დამქირავებლებთან მიმართებაში

მუხლი 6
პრაქტიკოსი პიარსპეციალიტი დაინტერესებული კლიენტების ან დამქირავებლების თანხმობის გარეშე, არ შეიძლება წარმოადგენდეს დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესებს.

მუხლი 7
პრაქტიკოსმა პიარპეციალიტმა საქმიანობის პროცესში უნდა დაიცვას სრული კონფედენციალურობა. ის ვალდებულია მკაცრად შეინახოს პროფესიული საიდუმლოება, კერძოდ, არ გასცეს არანაირი კონფედენციალური ინფორმაცია მიღებული ყოფილი, არსებული ან პოტენციური კლიენტის ან დამქირავებლისგან ან გამოიყენოს ამგვარი ინფორმაცია მასზე უფლების გარეშე.

მუხლი 8
პრაქტიკოსი პიარსპეციალიტი, რომელსაც აქვს რაიმე ისეთი უფლება ან ინტერესი, რომლებიც ეწინააღმდეგება კლიენტის ან დამქირავებლის ინტერესებს, ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად და საჯაროდ განაცხადოს ამის თაობაზე.

მუხლი 9პიარსპეციალიტმა არ უნდა გაუწიოს რეკომენდაცია თავის კლიენტის ან დამქირავებელის წინაშე რომელიმე იმ ფირმის ან ორგანიზაციის რაიმე მომსახურებას, რომელშიც მას აქვს ფინანსური, კომერციული ან სხვა ინტერესები და უფლებები, ამგვარი ინტერესების ან უფლებების წინასწარ განცხადების გარეშე.

მუხლი 10
პიარსპეციალიტმა არ უნდა დადოს ისეთი ხელშეკრულება კლიენტთან ან დამქირავებელთან, რომლის თანახმადაც იგი იძლევა რაოდენობრივი შედეგის გარანტიას.

მუხლი 11
პიარსპეციალიტს თავისი საქმიანობისათვის შეუძლია მიიღოს ანაზღაურება, მხოლოდ ხელფასის ან ჰონორარის სახით და არავითარ შემთხვევაში არ აქვს უფლება მიიღოს გასამრჯელო ან სხვა მატერიალური სარგებელი პროფესიული შედეგის გათვალისწინებით.

მუხლი 12
პიარსპეციალიტს არ აქვს უფლება თავისი კლიენტის ან დამქირავებლის მომსახურეობაში მიიღოს გასამსჯელო მესამე მხარისგან _ მაგალითად, ფასდაკლების, საკომისიოს გადახდის ან საქონლის სახით, აგრეთვე ნატურით, _ კლიენტის ან დამქირავებლის თანხმობის გარეშე.

მუხლი 13
თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დავალების შესრულება იწვევს პროფესიული ქცევის წესების სერიოზულ დარღვევას ან გულისხმობს მოქმედებას და საქციელს, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კოდექსის პრინციპეპს, პრაქტიკოსი პიარსპეციალიტი ვალდებულია სასწრაფოდ აცნობოს ამის თაობაზე კლიენტს ან დამქირავებელს და ყოველმხრივ შეეცადოს დაარწმუნოს იგი პატივი სცეს კოდექსის მოთხოვნებს. თუ კლიენტი ან დამქირავებელი ჯიუტად იცავს თავის სურვილებს, პიარსპეციალისტი, მოსალოდნელი შედეგების მიუხედავად, ვალდებულია დაიცვას კოდექსი.

საზოგადოებრივ აზრსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მიმართებაში

მუხლი 14
ამ კოდექსის ხასიათი და წესები, რომელიც ჩამოთვლილია წინა, განსაკუთრებით კი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებში, გულისხმობს, რომ პრაქტიკოსი პიარსპეციალისტები მუდმივად უნდა ზრუნავდნენ დაიცვან უფლება ინფორმაციაზე და უფრო მეტიც, გაავრცელონ იგი პროფესიული კონფედენციალურობის პირობებში. წესები აგრეთვე გულისხმობს პატივის მიგებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უფლებებისა და დამოუკიდებლობისადმი.

მუხლი 15
აკრძალულია საზოგადოებრივი აზრის ან მისი წარმომადგენლების მოტყუების ნებისმიერი მცდელობა. საინფორმაციო საშუალებებს ახალი ამბების შემცველი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს უფასოდ და მისი გამოყენების ან პუბლიკაციისათვის რაიმე ფარული ანაზღაურების გარეშე.

მუხლი 16
თუ არსებობს რაიმე ინიციატივის გამოვლენის ან ინფორმაციის გავრცელებაზე კონტროლის განხორციელების აუცილებლობა, ამ კოდექსით აღიარებული პრინციპების თანახმად, პრაქტიკოსი პიარსპეციალიტი ვალდებულია მოათავსოს გაზეთში ფასიანი პუბლიკაცია ან შეისყიდოს რადიოსა და ტელევიზიის საეთერო დრო, ამ სფეროში მოქმედი წესების, პრაქტიკისა და მათი სარგებლობის მეთოდების გათვალისწინებით.

კოლეგებთან - პიარპეციალიტებთან მიმართებაში

მუხლი 17
კოლეგებთან ურთიერთობისას პიარსპეციალიტმა თავი უნდა შეიკავოს უპატიოსნო კონკურენციისაგან. მისმა საქციელმა ან სიტყვამ არ უნდა მიაყენოს ზიანი კოლეგის _ პიარსპეციალიტის რეპუტაციას ან საქმიანობას, იმ პირობით თუ ხელი არ ეშლება თვით მისი მოვალეობის შესრულებას.

საკუთარ პროფესიასთან მიმართებაში

მუხლი 18
პიარსპეციალიტმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს მისი პროფესიის რეპუტაციას. განსაკუთრებით, მან არ უნდა ავნოს თავის ეროვნულ ასოციაციას, მის მიერ ფუნქციების ეფექტიან განხორციელებასა და მის კეთილ სახელს _ არც გამიზნული ბოროტი თავდასხმით, არც მისი წესდების ან წესების დარღვევით.

მუხლი 19
პროფესიის რეპუტაციაზე პასუხისმგებელია ასოციაციის თითეული წევრი. ნებისმიერი პიარსპეციალიტის ვალია არა მხოლოდ პატივი სცეს ამ კოდექსს არამედ :
ა) ხელი შეუწყოს კოდექსის ფართოდ საზოგადოებისათვის გაცნობასა და მისი დებულებების ადვილად გაცნობიერებას;
ბ) შეატყობინოს იმ უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებიც დაკავებული არიან დისციპლინარული საკითხებით, კოდექსის ყოველგვარი ისეთი დარღვევის ან შესაძლო დარღვევის თაობაზე, რომელიც მისთვის გახდა ცნობილი;
გ) ისარგებლოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით, რათა უზრუნველყოს ამ სახელისუფლებო სტრუქტურების დადგენილებათა განხორციელება და მათი სანქციების ეფექტიანი გამოყენება.
ყოველი პრაქტიკოსი პიარსპეციალისტი, რომელიც სხვათა მხრიდან ამ კოდექსის დარღვევას უშვებს, თავად იქნება მიჩნეული კოდექსის დამრღვევად.

--------------------------------------------------------------------------------

ეს დოკუმენტი თარგმნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინაციის განყოფილების სტუდენტებმა:

ნონა ბაინდურაშვილი, ნათია გულიაშვილი, დიმიტრი კილასონია, ნათია კოკაია, მაია რატიშვილი, ეკა საყვარელიძე, ლელა სეთურიძე.

რედაქტორი: რ. სურგულაძე






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.