რეგისტრაცია
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.
| | 2006 წლის სტუდენტური PR კონკურსი ? ?PRოექტი?
2006 წლის სტუდენტური PR კონკურსი ? ?PRოექტი?
|
|
2006 წ ლ ი ს კ ო ნ კ უ რ ს ი ს გ ზ ა მ კ ვ ლ ე ვ ი
მოთხოვნა საკომუნიკაციო კამპანიის პროექტზე:
საქართველოში ქათმის პროდუქტების გაყიდვების ზრდის ხელშემწყობი საკომუნიკაციო კამპანიის სტრატეგიისა და ტაქტიკის საპროექტო წინადადების
შემუშავება.
პროექტის მიზანი:
წარმოდგენილი საპროექტო წინადადება შემდეგ ძირითად მიზნებზე უნდა იყოს ორიენტირებული:
? მოსახლეობაში ქათმის პროდუქტების მოხმარების შიშის მაჩვენებლის შემცირება;
? ადგილობრივი წარმოების ქათმის პროდუქტების გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა;
პრობლემის აღწერა:
ფრინველის გრიპის (HPAI) პანდემიის აფეთქებამ, რომელიც 2003 წელს სამხრეთ აზიის რიგ ქვეყანაში და მოგვიანებით ევროპაშიც გავრცელდა, დამანგრეველი ზიანი მიაყენა მეფრინველეობას მსოფლიოს ორ რეგიონში. 2006 წლის მარტის მონაცემებით, 140 მილიონზე მეტი შინაური ფრინველი დაიხოცა ან იქნა დანადგურებული და მოხდა 174 მეტი ადამიანის ინფიცირება (რომელთაგანაც 94 ადამიანი გარდაიცვალა). დაავადების კონტროლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, იგი აგრძელებს გავრცელებას, რაც იწვევს დამატებით ეკონომიკურ ზარალს, საფრთხეს უქმნის მილიონობით ფერმერს და საერთოდ, მცირე ბიზნესს (გასაკუთრებით, კი მეფრინველეობას). საქართველომ, ფრინველის გრიპის პირველი შემოტევა, წყლის გარეულ ფრინველებში, 2006 წლის 21 თებერვალს განიცადა. მთავრობამ სწრაფი და გადამჭრელი ზომები მიიღო დაავადების ლოკალიზებისთვის, გამოაცხადა რა საგანგებო მდგომარეობა ხელვაჩაურის რაიონში, შემთხვევის ადგილიდან 3 კილომეტრის რადიუსში აიკრძალა შესვლა და გასვლა, აგრეთვე მონიშნულ ზონაში მოახდინა მთელი შინაური ფრინველის განადგურება. შეიქმნა ადგილობრივი საგანგებო ჯგუფები ყველა რაიონში მონიტორინგისა და ზედამხედველობის ოპერაციათა განსახორციელებლად, საეჭვოდ დაცემული ფრინველებისგან ნიმუშების შესაგროვებლად და დაავადების გამოვლენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირებისათვის. დიდი ძალისხმევა დაიხარჯა ფრინველის გრიპთან დაკავშირებული რისკის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებისთვის. შეიქმნა მოქმედი ცხელი ხაზები როგორც სოფლად, ასევე ქალაქად, რომლებშიც შემოდიოდა და დღესაც შემოდის ინფორმაცია ფრინველების საეჭვო სიკვდილიანობის შესახებ, გამოიცა ბუკლეტები ქათმის ხორცის დამუშავების სწორ ხერხებზე, რომლებიც ქათმის ხორცის მოხმარებას უსაფრთხოს ქმნის.
მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი ღონისძიებებისა და მოსახლეობის ინფორმირებისა, შექმნილი მდგომარეობა კვლავ იწვევს განგაშს მოსახლეობაში, რადგანაც არსებობს ახალი და პოტენციურად საშიში პანდემიის გავრცელების მაღალი რისკი. სტატუს ქვო შემდეგი ხასიათისაა: მოთხოვნა ქათმის პროდუქტზე საგრძნობლად შემცირდა; ქართულმა მეფრინველეობის ბიზნესმა დიდი ზარალი განიცადა. დაბალი შემოსავლის სოფლის
მაცხოვრებლები კი, რომელთა შემოსავლის უდიდესს ნაწილს რეალიზებული შინაური ფრინველიდან მიღებული მოგება შეადგენს, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
პროექტის მოთხოვნები:
საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგენდეს მაქსიმუმ 10 გვერდიან დოკუმენტს (შრიფტი 12, ფონტი LitNusx რომელიც აუცილებლად
უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან:
? ინფორმაცია პროექტის ავტორის შესახებ (პირველი გვერდი დაუთმეთ შემდეგ ინფორმაციას: გვარი, სახელი, მისამართი, ტელეფონი სახლის, მობილური, ქალაქი, ელ.ფოსტა, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი, სპეციალობა, სამსახური)
? პროექტის ამოცანები
? სამიზნე ჯგუფები და დაინტერესებული მხარეები
? საკომუნიკაციო არხები და საშუალებები
? მესიჯ-სტრატეგია
? განსახორციელებელი საქმიანობები (მოკლე ახსნა-განმარტებებით)
? საქმიანობების კალენდარი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს
? პროექტის ბიუჯეტის დეტალური გაანგარიშება. გაითვალისწინეთ, რომ საკომუნიკაციო კამპანიისათვის გამოყოფილია 50.000 ლარი.
შერჩევის კრიტერიუმები:
გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება კომპეტენტური ჟიურის მიერ, რომელშიც შევლენ საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და მარკეტინგის სფეროში მოღვაწე გამოცდილი პროფესიონალები. წარმატებული ნაშრომები შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
1. სწორად არჩეული სტრატეგიული ხედვა და გზავნილები
2. ეფექტური ტაქტიკური გეგმა
3. რაციონალური ტიპის პროექტის შემუშავება, სადაც იქნება ეფექტურობისა და ბიუჯეტის საუკეთესო შეფარდება. კრიტერიუმები ჩამოთვლილია უპირატესობის მიხედვით.
საინფორმაციო შეხვედრა:
2006 წლის 8 მაისს, 3 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსში (ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის, ჟანი კალანდაძის აუდიტორია, 9 სართული) გაიმართება საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა აპლიკანტებთან, რომლის დროსაც კონკურსის ორგანიზატორები გასცემენ პასუხებს კონკურსანტთა კითხვებს.
პროექტის შემოტანის საბოლოო ვადა: 2006 წლის 22 მაისი, 5 საათი
პროექტები ჩააბარეთ პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია ? საქართველოს ოფისში; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსი, ჰუმანიტარული-ტექნიკური ფაკულტეტის 9 სართული, ოთახი 916 ა, ტელ: 36-53-25; ელ.ფოსტა: georgia@prime-europe.org
გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოვება: 2006 წლის 3 ივნისი
დამატებითი პირობები:
? კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების, საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს;
? კონკურსში გამარჯვებულ საპრიზო პროექტებზე საავტორო უფლებები ეკუთვნის ორგანიზატორებს. შესაბამისად კონკურსანტს უფლება არა აქვს რაიმე სახის პრეტენზია გამოხატოს ნაშრომის ფლობაზე ან მის განკარგვაზე;
? საჭიროების შემთხვევაში ჟიურის შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებისაგან;
? კონკურსის ორგანიზატორი არ აგებს პასუხს იმ მატერიალურ თუ არამატერიალურ ხარჯებზე, რომელსაც გასწევენ კონკურსანტები საპროექტო წინადადებების მომზადების დროს;
? კონკურსანტებს შეუძლიათ პროექტს თან დაურთონ სხვადასხვა მასალები შეუზღუდავი რაოდენობით.
შენიშვნა: წინამდებარე მოთხოვნას თან ერთვის ფრინველის გრიპთან დაკავშირებული საგაზეთო სტატიების კრებული, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიაზროთ პრობლემის არსი და საჭიროებისამებრ გამოიყენოთ იქ მოცემული ინფორმაცია.
კონკურსის ოOრგანიზატორები:
? პიარ საკონსულტაციო კომპანია ?ჯეპრა?
? პიარ საკონსულტაციო კომპანია ?ეი სი თი ფიარ ინტერნეიშნალ?
? პიარ საკონსულტაციო კომპანია ?პროფილი?
? პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია ? საქართველო
? პიარ პროფესიული ინტერნეტ პორტალი PRGUIDE.GE ? www.prguide.ge
პარტნიორები:
? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
? ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
? კონფერენცია საქმიანი ადამიანებისათვის ? www.conference.ge
პირველი სტუდენტური კონკურსის შედეგების მიხედვით, 2006 წელს არ გამოვლინდა I და II ადილები და საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
? III ადგილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პიარ სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტები: თათა აბსანძე, სალომე ბებიაშვილი და ქეთი კაკაბაძე;
? სპეციალური პრიზი საუკეთესო კრეატივისთვის ? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პიარ სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტები: ნათია ვაშალომიძე, თათული მაისურაძე და ანა ცინცაძე;
? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალური პრიზი ? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პიარ სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი: სალომე ბერიძე
? საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარების ინსტიტუტის პრიზი ? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი, ლელა გიორგაძე.
ამ პრიზებთან ერთად სამშენებლო კომპანია მოდულის 200 ლარიანი სპეციალური პრიზი გადაეცა პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია ? საქართველოს, პიარ ბიბლიოთეკისათვის წიგნების შესაძენად და მოგზაურთა კლუბის პრიზი ფოტო აპარატი, ამავე დროს მოგზაურთა კლუბმა უპრეცენდენტო ფასში ხუთი პიარ სტუდენტის ანტალიაში 1 კვირიანი საგზური დააწესა.
|
|
|
|
| |
ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
|