მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


პრესრელიზი
პრესრელიზი
  
პრესრელიზი

პრესრელიზი - ეს ინფორმაციის გაცემის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში უფასოდ ვრცელდება. იგი უნდა მომზადდეს და გაიგზავნოს სტანდარტული ფორმით. მისი მომზადების შემდეგ ის ეგზავნება მასობრივი ინფორმაციის თითქმის ყველა საშუალებას, როგორიცაა: ტელევიზია, რადიო, გაზეთები, ჟურნალები და საინფორმაციო სააგენტოები. თუ ინფორმაცია იწვევს საერთაშორისო ინტერესს, მაშინ მისი გაგზავნა ყველაზე ეფექტური იქნება ადგილობრივ და საერთაშორისო საინფომაციო სააგენტოებში, რადგან ამ სააგენტოების მეშვეობით, თითქმის ყველა ბეჭვდითი და ელექტრონული მედიის წარმომადგენელი იღებს ინფორმაციას ყოვედღიურად. საინფორმაციო სააგენტოებში თქვენს მიერ გადაგზავნილ პრესრელიზს გაუკეთდება რედაქტირება და არ მოხდება მისი სრულყოფილი ტექსტის მიწოდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. ამის მიზეზი ისაა, რომ საინფორმაციო სააგენტოებს დღეში უამრავი ინფორმაცია მისდით და საჭირო ხდება მათი დახარისხება. ამიტომ სასურველია თქვენც მიიღოთ მონაწილეობა პრესრელიზის სრული ტექსტის გადაგზავნაში სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს უკვე შეიძლება მიღებული ჰქონდეთ თქვენი ინფორმაცია. სასურველია სისტემატიურად ხდებოდეს იმ მონაცემთა ბაზის განახლება (აქ იგულისხმება მასმედიის საკონტაქტო ინფორმაცია), რომელსაც იყენებთ პრესრელიზების დაგზავნის დროს. პრესრელიზი მასმედიას შეიძლება მიაწოდოთ დაბეჭდილი სახით კონვერტის საშუალებით, ელექტრონული ფოსტით ან ფაქსის საშუალებით. დღესდღეობით ყველაზე პოპულარულ დასაგზავნ საშუალებად ელექტრონული ფოსტა და ფაქსი სარგებლობს. არსებობენ ისეთი ფირმებიც, ვისაც თქვენი სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ შეგიდგინონ პრესრელიზი და გაავრცელონ ისინი თავისი საშუალებებით გარკვეული თანხის საფასურად. ასეთი ტიპის ორგანიზაციები და სააგენტოები ძალიან ჭარბობენ ამერიკაში. ზოგიერთი მათგანის მომსახურების გამოყენება ნიშნავს იმას, რომ თქვენ ინფორმაციას მიიღებს დაახლოებით 35000 დან 50000 ჟურნალისტი, ეს კი რათქმაუნდა საკმაოდ დიდი ციფრია. ასეთი ტიპის მომსახურებას მიმართავენ ისეთი კომპანიები და სტრუქტურები, რომლებსაც არ გააჩნიათ ხშირი ურთიერთობა პრესასთან და არ აქვთ შექმნილი საკუთარი PR განყოფილება ან პრესსამსახურები. დიდი კომპანიები, რომლებსაც გააჩნით საკუთარი PR განყოფილება, ცდილობენ თვითონ მოამზადონ და გაავრცელონ ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. ამისათვის ისინი, როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ სისტემატიურად უნდა ანახლებდნენ მასმედიის მონაცემთა ბაზებს. მათ ამაში შეიძლება დაეხმაროთ ინტერნეტი, სადაც ზოგიერთ გაზეთს, ტელევიზიას და საინფორმაციო სააგენტოს გაჩნიათ საკუთარი ვებ გვერდი, ასევე სხვადახვა ტიპის მასმედიის ცნობარები, სადაც მითითებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საკონტაქტო ინფორმაცია და რედაქტორის სახელი და გვარი. თუ ასეთი ტიპის ცნობარი ვერ მოიძიეთ სასურველია პირადად დაიაროთ საგაზეთო ჯიხურები და შეიძინოთ ყველა სახის გაზეთები, ჟურნალები და მათი დამუშავების საშუალებით შექმნათ მათი მონაცემთა ბაზა (იგულისხმება საკონტაქტო ინფორმაცია და რედაქტორის სახელი/გვარი). დღესდღეობით საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართული მასმედიის ინტერნეტ ცნობარი, რომელსაც შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ მისამართზე: http://www.mediaguide.ge

პრესრელიზის შემუშავების დროს უნდა გვახსოვდეს, რომ მას კონკურენციას გაუწევს უამრავი ასეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც თავს იყრის რედაქტორთან ყოველდღიურად. ამიტომ ყურადღებით და მიმზიდველად შევიმუშავოთ პრესრელიზის სათაური, რომ მისი ერთი წაკითხვის შემდეგ, რედაქტორს არ შეექმნას მისი გადაგდების და არ გამოქვეყნების სურვილი. თუ არ შეგიძლიათ გამოიგონოთ ჭკვიანური სათაური, ნუ შეეცდებით ამას. ამაზე თვით რედაქტორი იზრუნებს. სასურველია სათაური გაკეთდეს დიდი ასოებით და თანაც ფერადათ, თუ ფირმას ამის შესაძლებლობა გააჩნია. უნდა გვახსოვდეს, რომ უინტერესო, ცუდათ დაწერილი პრესრელიზი, რომლებიც რეგულარულად შეიცავენ მწირ ინფორმაციას, აუცილებლად მოხვდებიან ნაგვის ურნაში.

ჩვეულებრივ პრესრელიზი ერთ გვერდზე ეტევა, შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ ორ გვერდს არ უნდა აღემატებოდეს. მისი მიზანია გვიჩვენოს იმ თემის მნიშვნელობა, რომლითაც გსურთ დააინტერესოთ ნებისმიერი ინფორმაციის საშუალება-ბეჭვდითი თუ ელექტრონული. პრესრელიზი უნდა იყოს მოკლე და კონკრეტული. ისევე, როგორც ახალი ამბების შესახებ ოპერატიულად მომზადებული წერილი. პრესრელიზი იწერება გადაბრუნებული პირამიდის სტილით. ძირითადი ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს პირველ აბზაცში, შემდგომ აბზაცებში ინფორმაცია ფართოვდება და უფრო დეტალური ხდება. ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტები პირამიდის სახით მიდის ბოლოსკენ. ანუ, სათაური უნდა ხსნიდეს თემას. გრაფიკულად ეს ასე გამოიყურება, როცა ძირითადი ინფორმაცია წამოწეულია პირველ აბზაცში.

კარგი პრესრელიზი დასაწყისშივე იძლევა პასუხს "5 W" შეკითხვებზე: ვინ? რა? სად? როდის? რატომ? (Who? What? When? Where? Why?)

ვინ? ვიზეა საუბარი?

რა? რა ხდება ისეთი რაც უნდა იცოდეს ინფორმაციის საშუალებამ?

როდის? როდის მოეწყობა ღონისძიება? მიუთითეთ ზუსტი დრო და თარიღი.

სად? თუ ეს პრესკონფერენციია ან სხვა ღონისძიება, სად ჩატარდება იგი?

რატომ? რატომ არის ეს ინფორმაცია ესოდენ მნიშვნელოვანი?

გახსოვდეთ, შესავალი ან სათაური ისე უნდა იყოს დაწერილი, რომ მკითხველის ყურადღება მიიპყროს და ბოლომდე წააკითხოს პრესრელიზი. მისი შედგენისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ციტატები და წინადადებები, თუმცა ეს უფრო ხშირად მეორე და მესამე აბზაცში გვხვდება. ყოველთვის მიუთითეთ, თუ ვის ციტირებას ახდენთ. პრესრელიზის აბზაცები მოკლე უნდა იყოს, რათა რედაქტორმა და ჟურნალისტმა შეძლონ მათზე სწრაფად თვალის გადავლება.
პრესრელიზში ზუსტად მიუთითეთ გამგზავნი ორგანიზაციის დასახელება
და მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და იმ პიროვნების
ვინაობა, ვინც საჭიროების შემთხვევაში შეძლებს მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია ჟურნალისტს. პრესრელიზზე სასურველია ასევე მიუნიშნოთ ტელეფონის ნომერი, რომელზეც შეიძლება თქვენთან დაკავშირება დილის და საღამოს საათებში (იგულისხმება მობილური და სახლის ტელეფონი), ვინაიდან, ბევრი გაზეთი მუშაობს ღამის საათებში და რედაქტორს ყოველთვის შეუძლია გაუჩნდეს რაიმე კითხვა ან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. პრესრელიზზე უნდა იყოს მითითება, თუ როდის არის ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისათვის სასურველი დრო. ხშირად პრესრელიზი იგზავნება მოვლენებამდე გარკვეული ხნით ადრე, თუმცა მისი გამოქვეყნება არ შეიძლება გარკვეულ თარიღამდე. ეს იმისათვის კეთდება, რომ ჟურნალისტს მიეცეს საშუალება გაეცნოს მასალას და გადაამუშაობს ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ ეს რთული საკითხია. ასეთ შემთხვევაში პრესრელიზის ზემოთა მარჯვენა კუთხეში კეთდება მინაწერი "არ გავრცელდეს ამა და ამ თარიღამდე" და მიუთითეთ გავრცელების ზუსტი დრო. თუ ინფორმაციის გამოყენება დაუყოვნებლივ შეიძლება, მიაწერეთ "დაუყოვნებლივ გასავრცელებლად". პრესრელიზი იბეჭდება ორი ინტერვალით ერთ გვერდზე. აუცილებლად გამოიყენეთ უბრალო და გასაგები ენა და ერიდეთ უცხო სიტყვების გამოყენებას, რამაც შეიძლება დააბნიოს ადრესატი.

პრესრელიზის შედგენის ზოგიერთი წესი:

- გამოიყენეთ მხოლოდ ერთი გვერდი
- ტექსტი დაბეჭდეთ საფირმო ბლანკზე, ან ფირმის მიერ მომზადებულ პრესრელიზის სპეციალურ ბლანკზე
- დატოვეთ საკმაოდ დიდი ადგილი ფურცლის გვერდებზე, რათა რედაქტორმა შეძლოს მინიშნებების და ჩასწორებების გაკეთება
- ყოველთვის წერეთ ორი ინტერვალით
- ნურაფერს ნუ გაუსმევთ ხაზს, რედაქტორებს ურჩევნით თვითონ გააკეთონ ეს საქმე
- სასურველია ყოველი აბზაცი დაიწყოს დიდი ასოებით
- პირველი აბზაცი უნდა ხსნიდეს თემას, ანუ უნდა შეიცავდეს მთავარ ინფორმაციას შეკვეცილი სახით
- პრესრელიზის ზემოთა მარცხენა მხარეს იწერება გამგზავნის საკონტაქტო ინფორმაცია. სასურველია დაურთოთ იმ ნომრების სია, რომელზეც შეიძლება მოხდეს დაკავშირება დღის და ღამის საათებში. ეს ინფორმაცია შეიძლება განმეორებით დაიწეროს პრესრელიზის ბოლოში. ასევე მიუთითეთ იმ პიროვნების სახელი ვისთანაც უნდა მოხდეს დაკავშირება დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში.
- პრესრელიზის გამოქვეყნების თარიღი იწერება გამუქებული და დიდი შრიფტით მარჯვენა ზედა კუთხეში
- თუ პრესრელიზს კლიენტის სახელით აგზავნის დაქირავებული საკონსულტაციო PR სააგენტო, მაშინ ეს მკაფიოდ უნდა ჩანდეს.
- თუ პრესრელიზი ერთ გვერდზე არ ეტევა, მაშინ მის ბოლოში უნდა იყოს მითითება "გაგრძელება"
- პრესრელიზის სათაური იბეჭდება მარცხენა მხარეს, მისამართის ქვემოთ, მისამართსა და ტექსტს შორის დიდი ასოებით
- არ იხმაროთ წერტილები აბრივიატურების გამოყენების დროს: მაგალითად იხმარეთ გაერო, ნატო, აშშ, შპს და არა გ.ა.ე.რ.ო., ნ.ა.ტ.ო?და სხვა.
- შეეცადეთ რომ არ დაუშვათ გრამატიკული შეცდომები, რაც ცუდ ტონად ითვლება
- იყავით კონკრეტულები და ილაპარაკეთ მხოლოდ ფაქტებზე
- დარწმუნდით რომ თქვენი პრესრელიზის საწყისი 10 სიტყვა არის ეფექტური
- არ იხმაროთ ჟარგონი და სლენგი
- მიუთითეთ რაც შეიძლება მეტი საკონტაქტო ინფორმაცია თქვენს შესახებ

რა შეიძლება იყოს პრესრელიზის თემა?
1. ფირმის მიერ შემოთავაზებული ახალი პროდუქცია ან სერვისი
2. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ფირმაში
3. წარმოების განახლების პროგრამა
4. პროდუქციის ასორტიმენტის ახალი სახეობები
5. სიახლე კონკრეტულ დარგში
6. აღმოჩენა ან რაიმე მიღწევა სამეცნიერო თუ საწარმოო დარგში
7. ახალი იდეა ან მოსაზრებების გამოთქმა აქტუალურ თემებზე
8. უბედური შემთხვევა
9. დაჯილდოება
10. კომპანიის მიერ პრიზის მოპოვება საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე
11. ახალი პოპულარული პიროვნების დანიშვნა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე
12. საქველმოქმედო აქციის მოწყობა და სხვა მრავალი.

სასარგებლო ინტერნეტ რესურსები:
http://www.press-release-writing.com
http://www.gopressrelease.com








ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.