მსოფლიოში საუკეთესო პიარ კამპანია “ბრილიანტი, როგორც სრულყოფილების სიმბოლო” ათასწლულის დადგომა სავსეა ძვირფასი სიმბოლოებით და ემოციური ქვეტექსტებით. სიმბოლო დაკავშირებულია დროის მსვლელობასთან, ახალ წამოწყებასთან და მომავლის იმედთან. პიარ კამპანიის დაგეგმვა მოიცავს შედეგ Fფუნქციებს: კვლევა (Research) მოქმედება (Action) კომუნიკაცია (Communication) და შეფასება (Evolution). სწორედ ამ პრინციპზეა აწყობილი მსოფლიოში საუკეთესო პიარ კამპანია, “ ბრილიანტი, როგორც სრულყოფილების სიმბოლო” ალმასის ინფორმაციის ცენტრის (AIC) დავალება მდგომარეოდა შემდეგში, რომ ბრილიანტის პოზიციონირება მომხდარიყო, როგორც სრულყოფილების სიმბოლო ათასწლეულისათვის. ალმასის ინფორმაციის ცენტრის (AIC) შეიმუშავა კომპლექსური პიარ კამპანია, რომ გაეზარდათ გაყიდვები და ემართათ მომხმარებლების მოთხოვნები. იდეა დაეკავშირებინათ ბრილიანტის ყიდვა ახალ წელთან არ იყო ადვილი განსახორციელებელი, რადგა ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ მომხმარებლები ბრილიანტს ყიდულობდნენ დაბადების დღეებზე, შობას და მხოლოდ მესამე კატეგორია ერგო ახალ წელს. პროგრამის პიარ მიზანი იყო ის, რომ ბრილიანტის პოზიციონირება მომხდარიყო როგორც ყველაზე საუკეთესო საჩუქარი დამდეგ ათასწლეულზე, რომელსაც შეუძლია ეს წელი გახადოს უნიკალური და განსაკუთებული. ასევე ალმასის ინფორმაციის ცენტრის (AIC) მიზანი იყო გაეზარდათ გაყიდვები 15 % - ით. სამიზნე აუდიტორიების შერჩევისას აქცენტი გაკეთდა მამაკაცებზე, როლებსაც მაღალი შემოსავალი ჰქონდათ. ჩამოყალიბდა სამი მესიჯი: ბრილიანტი არის სრულყოფილება, ბრილიანტი ყოველთვის მოდაშია, ბრილიანტი არის სიყვარულის სიმბოლო. კამპანიის დაგეგმვისას შემუშავდა მედიასთან ურთიერთონის სტრატეგია. Dდამზადდა სპეციალურინ სიდი მედიის წარმომადგენლებისთვის სადაც ცნონილი ადამიანების რეკლამები იყო ჩაწერილი ბრილიანტთან და ახალწელთან დაკავშირებით. უელსის პრინცეს მონაწილეობით ალმასის ინფორმაციის ცენტრმა (AIC) დაიწყო საერთაშორისო აქცია ბრილიანტის სამკაულების ჩვენება მთელ მსოფლიოში, რომელიც დამზადდა სპეციალურად ამ ახალი წლისთვის. ხოლო Lლონდონში ვერსაჩეს სახლმა წარმოადგინა ჩვენება, რომელის ეძღვნებოდა ბრილიანტებს. ერთი კვირის შემდეგ ალმასის ინფორმაციის ცენტრის (AIC) ორგანიზებით მოეწყო პრესკომფერენცია სადაც წარმოადგენილ იქნა მსოფლიო საგანძური 203 კარატიანი ალმასი. შეიქმნა ვებ გვერდი www.adiamondisforevar.com სადაც ყველას შეეძლო ეხილა სხვადასხვა უნიკალური ბრილიანტები. Mმედიის წარმომადგენლებმა აქტიურად გააშუქეს ეს აქცია და ალმას “ათასწლეულის ვარსკვლავი” დაარქვეს. ალმასის ინფორმაციის ცენტრის (AIC) მიერ დაგეგმილმა და განხორციელებულმა სტრატეგიამ მოლოდინს გადააჭარბა მათი გაყიდვები 15% ნაცვლად 34% ით გაიზარდა. ხოლო ქალბატონები ათასწლეულს ბრილიანტებით დამშვენებულები შეხვდნენ , რამაც ეს დღე დაუვიწყარი გახადა. წარმოდგენილი კამპანია გვევლინება მაგალითად თუ როგორ გავხადოთ ჩვენი კომპანია ან პროდუქტი ცნობილი და ყველასთვის სასურველი. რაც შეეხება საქართველოში საუკეთესო პიარ კამპანიას 2006 წელის 24-25 ივნისს ჩატარდა პიარ დღეები სადაც გამოვლინდა წლის საუკეთესო პიარ კამპანია, რომლის ორგანიზატორები იყვნენ პიარს საგენტო “ჯეპრა”, “პროფილი”, “ეი სი თი”, www.prgude.ge, GPRDIA და სტუდენტური პიარ ასოციაცია პრაიმი. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ასმა პარის და მარკეტინგის სპეცეალისტმა 70 პროცენტმა მათ წლის პიარ კამპანიად ეროვნული გამოცდები დაასახელეს. მიუხედავად ბევრი მითქმამოთქმისა ქართული საზოგადოება დადებითად აფასებს განათლების რეფორმას და მას წლის მოვლენად ასახელებს. ასაე, რომ პიარ კამპანიის დაგეგმვას და განხორციელებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება კომპანიისთვის, რადგან მასზეა დამოკიდებული კომპანიის დადებითი იმიჯი და რეპუტაცია საზოგადოებაში. ელდარ პირმისაშვილი პიარ სპეციალისტი
|