მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


ინტერვიუ ინტერნეტ პორტალ PRGUIDE.GE - ს ავტორთან, ბ-ნ ბერდია ნაცვლიშვილთან
ინტერვიუ ინტერნეტ პორტალ PRGUIDE.GE - ს ავტორთან, ბ-ნ ბერდია ნაცვლიშვილთან
  

დავიწყოთ PRGUIDE.GE - ს შექმნის პირველი დღიდან, როდის და ვის მიერ შეიქმნა ეს საიტი?

PRGUIDE.GE - ს შექმნის ინიციატივა წამოვიდა იმ გარემოებიდან, რომ 2001 წლისათვის საქართველოში პიარის სტუდენტებისათვის აბსოლუტურად არანაირი ქართულენოვანი რესურსი არ არსებობდა და ძალიან ძნელი იყო რუსულენოვანი ლიტერატურის მოძიებაც. ჩემი მიზანი იყო, რომ შექმნილიყო ქართულენოვანი საიტი, სადაც თავს მოიყრიდა ინფორმაცია ზოგადად პიარის შესახებ. რა არის? პიარი, პიარი და რეკლამა, ანუ ეს იყო უფრო თეორიული მასალა. PRGUIDE.GE ზუსტად 2002 წელს შეიქმნა და საიტზე მუშაობდნენ ჩემი მეგობრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პიარ სპეციალისტების პირველი გამოშვება. 2002 წელს ინტერნეტში დაშვებისა და სწავლების პროგრამამ, რომელსაც აშშ მთავრობა აფინანსებს გამოგვიყო მცირე გრანტი ამ საიტის შესაქმნელად და შემდგომში მის უფასო განსათავსებლად. ანუ საიტი უფასოდ განთავსდა მათ სერვერზე. PRGUIDE.GE,? ორი წლის განმავლობაში ასრულებდა იმ ფუნქციას, რომ დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ შესულიყვნენ საიტზე და ენახათ მათთვის სასურველი ინფორმაცია პიარის, როგორც ახალი საკომუნიკაციო დისციპლინისა და პრაქტიკის შესახებ, ჩამოეტვირთად რამოდენიმე ქართულენოვანი წიგნი მედიასთან ურთიერთობების,? მაღალპროფესიული პრესსამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის როლის შესახებ აღმასრულებელ ხელისუფლებაში და კრიზისული სიტუაციების მართვა, რომლებიც ჩვენი საიტისათვის მოგვაწოდა აშშ საელჩომ, ფრიდრიხ ებერტის ფონდმა საქართველოში, გაეროს ასოციაციამ და თსუ-ს პიარ კოორდინაციის კოორდინატორმა, ბ-ნ რეზო სურგულაძემ და თორნიკე გურულმა. ნებისმიერ მსურველს შეეძლო მათი ჩამოტვირთვა. 2004 წელს მე ჩავთვალე, რომ პიარ ბაზრის ზრდასთან ერთად დადგა საჭიროება უფრო საინტერესო გამხდარიყო ეს საიტი. აქტუალური გახდა სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება და დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ახალი საიტი, რომელიც იქნებოდა როგორც საინფორმაციო-საგანმანათლებლო, ასევე სხვა სახის ინფორმაციის მატარებელი, კერძოდ საქართველოში მიმდინარე პიარ სიახლეების გავრცელების ერთიანი სივრცე და ზუსტად 2005 წელს შეიქმნა ეს საიტი ახალი ფორმით.

მიმდინარეობს PRGUIDE.GE - ს განახლება, რომ მომხმარებლისათვის უფრო საინტერესო გახდეს, ვინ მუშაობს ამ კუთხით?

როგორც გითხარით 2005 წელს საკმაოდ აქტიურად ვანვიტარებდი იდეას, რომ საქართველოში უნდა შექმნილიყო მინიმუმ ერთი საიტი მაინც, რომელიც მოემსახურებოდა მთლიანად პიარ საზოგადოებას. საქართველოში ისწავლება პიარ სპეციალობა რამოდენიმე უნივერსიტეტში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ყოველწლიურად რამოდენიმე ასეული სტუდენტი ეუფლება პიარ სპეციალობას. საქართველოში თითქმის ყველა დიდ კერძო ორგანიზაციას, სამინისტროებს და სხვადასხვა ორგანიზაციებს უკვე ჰყავს პიარ მენეჯერები და პრესსამსახურის ხელმძღვანელები. რომ გადავხედოთ საკმაოდ დიდი საზოგადოება იქმნება პიარ პრაქტიკოსებისა, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ. საქართველოში არსებობს პიარ სააგენტოები, ძალიან წარმატებული მათ შორის, რომლებსაც სტუდენტთა მცირე მასა იცნობს. ამ და უამრავი სხვადასხვა პრობლემების გამო დადგა საჭიროება იმისა, რომ შექმნილიყო საიტი, რომელიც ყველა დაინტერესებულ ადამიანს მიაწვდიდა ინფორმაციას, თუ რა არის პიარი. PRGUIDE.GE - ზე არის ყველა სახის ინფორმაცია, ანუ ამ საიტს შეუძლია დააკმაყოფილოს როგორც სტუდენტის, ასევე პიარ პრაქტიკოსის ინტერესი. ამ საიტზე წარმოგენილია უამრავი ინფორმაცია, მათ შორის საკითხავად რეკომენდირებული ლიტერატურის მოკლე აღწერილობა, ანუ ხალხს აქვს ინფორმაცია რა წიგნები წაიკითხონ ან შეიძინონ ქართულ ბაზარზე, არის პიარ ცნობარი, საქართველოს პიარ ორგანიზაციების მონაცემთა ბაზა, სხვადასვა სტატიები, კვლევები და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში პიარ ღონისძიებების პოპულარიზაციას. დღესდღეობით ბევრი პიარ კამპანია მიმდინარეობს საქართველოში, ძალიან ბევრი კომპანია იყენებს პიარ ინსტრუმენტებს, პიარ აქციებს, პიარ ღონისძიებებს? და ესენი ძირითადად იკარგება და ყურადღების მიღმა რჩება. წარმოუდგენელია, რომ დღეს რაიმე პიარ აქცია არ ხდებოდეს? და სამწუხაროდ ეს არ ჩანს საზოგადოებისათვის და ამის შესახებ არ იციან თვით პიარ პრაქტიკოსებმა. ზუსტად ამიტომ, ამ საიტის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ შექმნილიყო ისეთი საიტი, რომელიც მოემსახურებოდა ასევე პიარ ღონისძიებების გაშუქებასაც, ანუ იქნებოდა ხიდი? მასმედიასა და იმ ორგანიზაციებს შორის რომლებსაც აქვთ პიარ სიახლეები მასმედიისათვის და მთლიანად პიარ საზოგადოებისათვის. ანუ ორგანიზაცია თუ რაიმე პიარ ღონისძიებას აკეთებს ის გამოაგზავნის მოკლე ინფორმაციას ჩვენთან, PRGUIDE.GE -ზე ეს განთავსდება და ამ ინფორმაციის მომხმარებელი იქნება, როგორც მასმედია, რომელიც შემდგომ გააშუქებს ამ ინფორმაციას, ასევე ყველა ის დაინტერესებული პიარ პრაქტიკოსი, რომლებიც მუშაობენ საქართველოს პიარ სივრცეში. ამ საიტის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ამ საიტზე თავს იყრის ასევე საერთაშორისო პიარ სიახლეებიც, ანუ ინფორმაცია რუსეთში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ევროპაში და ამერიკაში მიმდინარე პიარ სიახლეების და საინტერესო ინიციატივების შესახებ. ანუ ფაქტიურად PRGUIDE.GE ახლანდელი სახით ემსახურება იმ ვაკუუმის ამოვსებას, რომელიც ამჟამად არსებობს პიარ პრაქტიკოსებს შორის. PRGUIDE.GE - ს მიზნებია: პიარ პრაქტიკოსების ცნობადობის გაზრდა და პიარ საზოგადოების დაახლოება; პიარ საზოგადოების და ზოგადად ყველა დაინტერესებული პირის ინფორმაციული უზრუნველყოფა და სასარგებლო რესურსებთან ხელმისაწვდომიბის გაზრდა; საერთაშორისო პიარ სიახლეების გავრცელება და ქართულ პიარ ბაზარზე მომხდარი სიახლეების პოპულარიზება როგორც პრაქტიკოსებში, ასევე საზოგადოებაში და მედიაში ზოგადად.

ამ პროექტის შექმნა დიდი ენთუზიაზმის შედეგია. PRGUIDE.GE დღესდღეობით არაკომერციული პროექტია, რომელიც ვფიქრობ საკმაოდ ღირებულ და ფასდაუდებელ წვლილს შეიტანს ამ დარგის განვითარებაში. როდესაც დავიწყე ფიქრი ამ საიტის რეორგანიზაციაზე, მინდოდა ამაში მონაწილეობა თვით პიარ საკონსულტაციო კომპანიებს მიეღოთ, სწორედ ამ საიტის ამჟამინდელი ფორმით არსებობა შედეგია საქართველოში მომუშავე პიარ საკონსულტაციო კომპანია ?ჯეპრასა? და ?ეისითი პიარის? უანგარო დახამრება. ფაქტიურად ამ საიტის შექმნისათვის მათ დაუფიქრებლად გამოყვეს ფინანსები. აქვე არ შემიძლია არ ავღნიშნო კომპანია ?პროექტსერვისის? დახმარება, რომლებიც არიან ამ საიტის ტექნიკური შემქმნელები და დღემდე უანგაროდ მეხმარებიან ამ საიტის განახლებაში და მის ყოველდღიურ ტექნიკურ მომსახურებაში, რაც მთავარია ? ეს საიტი დღემდე ?პროექტსერვისის? სერვერზე უფასოდ არის განთავსებული. პროექტი ასევე? ფინანსდება სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის შემოსავლებიდან.

PRGUIDE.GE - ს განახლება მიმდინარეობს, თუ აპირებთ რაიმე ცვლილება შეიტანოთ, თუ არის მოსალოდნელი რაიმე განსხვავებული და ორიგინალური ვიხილოთ?

ჯერ-ჯერობით PRGUIDE.GE იქნება იმ სტრუქტურით, რომლითაც ამჯამად არის წარმოდგენილი, ანუ ყოველდღიური და განახლებადი ინფორმაცია საქართველოშიმომხდარი პიარ ღონისძიებების შესახებ, ისევე როგორც ყოველკვირეულადგანახლებადი ინფორმაცია საერთაშორისო პიარ ცხოვრებაში მომხდარისიახლეების შესახებ. აქ იქნება ასევე ინტერვიუებიც, რომლებიცგამოქვეყნდება თვეში ერთხელ ან ორჯერ წამყვან პიარ პრაქტრიკოსებთან,აქ გამოქვეყნდება სტატიები, რომლებსაც მოგვაწვდიან როგორცსტუდენტები, ასევე სხვადასხვა პრაქტიკოსები. აქ იქნება მუდმივადგანახლებადი ინფორმაცია პიარ ვაკანსიების შესახებ, აქ განთავსდება და უფრო დაიხვეწება რეკომენდირებული პიარ ლიტერატურა, ასევე ჩაიდება რემოდენიმე წიგნი ჩამოსატვირთად, აქ არის ონლაინ პიარ კლუბი, ფორუმი, რომელიც არის ძალიან კარგი ადგილი? პიარ სპეციალისტებისათვის გაცვალონ? ინფორმაცია. ანუ ფაქტიურად უახლოესი ორი წლის განმავლობაში PRGUIDE.GE გააგრძელებს ასეთი მიმართულებით მუშაობას. ეს იქნება ერთადერთი მიმწოდებელი ინფორმაციისა, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული მასალისა. ვფიქრობ რომ ამ პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა კორესპონდენტი, რომელიც ემსახურება ამ პორტალს უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეში აგროვბენ ინფორმაციას ამ საიტისათვის, ეს კორესპონდენტები პიარ სტუდენტებისა და პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია ? საქართველოს წევრებით არის დაკომპლექტებული, რაც მათი პროფესიული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უახლოესი წლების განმავლობაში PRGUIDE.GE მოემსახურება საქართველოს პიარ ბაზარს, ინტერვიუებით, სტატიებითა და პიარ სიახლეებით, სწორედ ჩვენს საკორესპონდენტო ჯგუფთან ერთად.

თუ შეუძლია უბრალო სტუდენტს მონაწილეობა მიიღოს ამ ყველაფერში, რადგან ამ ეტაპზე სტუდენტების გარკვეული რაოდენობა არ არის პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია ? საქართველოს წევრი, თუ უბრალო სტუდენტს დააინტერესა და მოუნდა თქვენთან თანამშრომლობა...

აუცილებლად, თუ რომელიმე სტუდენტს აქვს რაიმე ინიციატივა PRGUIDE.GE - თან დაკავშირებით, მე როგორც რედაქტორი, დირექტორი და ავტორი ამ საიტისა ყოველთვის მოხარული და ღია ვიქნები ნებისმიერი თანამშრომლობისათვის, და ეს არამხოლოდ სტუდენტებს ეხებათ. ყველას შეუძლია თანამშრომლობა და თანამშროლობა შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვა ფორმებით, მათ შორის: ს საინტერესო სტატიების მომზადებით, პიარ სიახლეების რეგულარული გამოგზავნით და სხვა. რაც შეეხება სტუდენტებს: მე ვფიქრობ რომ საიტის კორესპონდენტთა ჯგუფის დაკომპლექტება შეიძლება მოხდეს როტაციის სახით, ანუ ყოველ ნახევარ წელიწადში ახალ-ახალი კორესპონდენტთა ჯგუფები შეიქმნას. ვფიქრობ, რომ 6 თვის შემდეგ იქნება სხვა სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც ამ საიტის განვითარებაზე იმუშავებენ, ეს ფორმა და სტრუქტურა კი შესაძლებლობას მომცემს ჩავრთო? სტუდენტები პრაქტიკულ საქმიანობაში - მართონ ეს საიტი და მოემსახურონ პიარ საზოგადოებას რომლის წევრებიც ისინი მალე გახდებიან. სტატიის გამოქვეყნებით სტუდენტს ეძლევა საშუალება მისი სახელი და გვარი გააცნოს პიარ საზოგადოებას, მე ვფიქრობ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი სწავლის პერიოდში არანაირი, მსგავსი შესაძლებლობა არ არსებობდა, დღეს კი არის ეს საიტი, რომელიც ძალიან ბევრ შესაძლებლობებს აძლევს სტუდენტებს.

ანუ PRGUIDE.GE - ს განახლება დაიწყო და მომხმარებელი ყოველდღიურად უნდა ელოდოს პიარ სიახლეებს..

აუცილებლად, PRGUIDE.GE - ს განახლება უკვე დაწყებულია. უკვე ყველას შეუძლია რეგულარულად გამოგვიგზავნონ ინფორმაციები მათ კომპანიაში მომხდარი პიარ სიახლეების შესახებ, რომლებიც უფასოდ, იმავე დღეს გამოქვეყნდება საიტზე.

ცხელი ზაფხული ელის PRGUIDE.GE - ს ამ მიმართულებით და 2006 წლის სექტემბრიდან ეს იქნება ყოველდღიურად განახლებადი საინფორმაციო-საგანმანათლებლო ინტერნეტ პორტალი, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ პიარ პრაქტიკოსებს, არამედ იმ პროფესიონალებს, რომლებიც მუშაობენ რეკლამაში, მარკეტინგში და ზოგადად ასეთ საკომუნიკაციო სფეროებში. ?? ესაუბრა და მოამზადა: ნინო გოჯიაშვილი, კორესპონდენტი, PRGUIDE.GE, ივნისი, 2006 წელი







ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.