მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


ინტერვიუ კომპანია ?ჯეოსელის? პიარ სამსახურის მენეჯერთან, ქ-ნ ირმა ცქიტიშვილთან
ინტერვიუ კომპანია ?ჯეოსელის? პიარ სამსახურის მენეჯერთან, ქ-ნ ირმა ცქიტიშვილთან
  
მოამზადა: ელდერ პირმისაშვილმა, PRGUIDE.GE კორესპონდენტი, 2006 წელი

როდის შეიქმნა კომპანია?ჯეოსელი? ?

დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ 1997 წლის 15 მარტი საქართველოში GSM კომუნიკაციის ისტორიული თარიღია. ცხრა წლის წინ 15 მარტს სწორედ ჯეოსელის მეშვეობით განხორციელდა პირველი მობილური ზარი საქართველოში.
ყველაფერი კი 1996 წელს დაიწყო, როდესაც ჯეოსელი გახდა პირველი GSM ოპერატორი საქართველოში (900 MHZ სიხშირეზე) მაშინ კომპანიის დამფუძნებლები თურქული და ქართული მხარეები იყვნენ. 2001 წლის 21 მარტს ჯეოსელისა და საქართველოში მესამე GSM ოპერატორის Gთ -ის შერწყმის შედეგად ჯეოსელი GT მობილურის სრულუფლებიანი მფლობელი გახდა (1800 MHZ სიხშირეზე), რასაც მოჰყვა მნიშვნელოვანი მოვლენა - წინასწარი გადახდის სისტემის, ლაი-ლაის შემოღება. 2003 წლიდან კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელია მსოფლიო კავშირგაბმულობის ერთ-ერთი ლიდერი, შვედურ - ფინური კომპანია ტელია -სონერა. შესაბამისად ჯეოსელი გახდა ისეთი ძლიერი ჯგუფის წევრი, როგორიცაა Fintur Holdings B.V. ამ ჯგუფის წევრები არიან აზერბაიჯანის (Azercell), მოლდოვას (Moldcell) და ყაზახეთის (Kcell) GSM ოპერატორები.

პიარ სამსახურის ადგილი და მოვალეობები კომპანიაში?

ჩვენი პიარ სამსახური წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს საზოგადოებასა და კომპანიას შორის. ჩვენი მოვალეობაა კომპანიის ყველა ნოვაცია სასურველი ფორმით მივაწოდოთ საზოგადოებას და მეორე მხრივ ჩვენი კომპანიის მუშაობისას გათვალისწინებული იქნას საზოგადოების განწყობა და მოთხოვნა. ჩვენ ვზრუნავთ კომპანიის პოზიტიური იმიჯის შექმნისთვის და მის შესანარჩუნებლად.

წარმატებული პიარ კამპანია?

ჩვენთვის წარმატებულ PR კამპანია არის ყველა ის პროექტი, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია მომხმარებლის მიმართ ლოიალობის გამოხატვაზე და მათთვის მოტივაციის შექმნაზე. ამის ნათელი დასტურია ის მრავალრიცხოვანი გათამაშებები, რომლებსაც ჯეოსელი ხშირად სთავაზობს აბონენტებს. ძალზედ წარმატებული PR პროექტად შეიძლება ჯეო-სტარი მივიჩნიოთ. ამ პროექტით კომპანიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ის მთლიანად მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა. PR თვალსაზრისით ეს პროექტი ძალზე მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივაც, რომ კომპანიას სისტემატიურად უწევდა პირდაპირ ეთერში ყოფნა, რაც საშუალებას იძლეოდა ყველა სიახლე სასურველი ფორმით და დროულად მიწოდებოდა საზოგადოებას. დიდი ყურადღება ექცეოდა პროექტის მრავალფეროვნებას მის დინამიურობას და რა თქმა უნდა ხარისხს. ის რომ ჯეოსელი ხარისხიან მუსიკას უწევს პროპაგანდას, ჩვენთვის ძალზე საამაყოა.

წარმატებულ პროექტია აგრეთვე ჩვენი საქველმოქმედო აუქციონიც, რითაც კომპანიამ ყველა მსურველს საშუალება მისცა გამხდარიყო ქველმოქმედი. ჩვენი ნომრის მართლაც უპრეცედენტო ფასად გაყიდვამ საზოგადოებას ნათლად დაანახა კომპანიის პროდუქტის ხარისხის დონე და მისი ღირებულება. აუქციონის შედეგად მოხდა კომპანიის იმიჯის ამაღლება, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქველმოქმედებას, როგორც კომპანიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.

რა მნიშვნელობა ენიჭება კომპანია ჯეოსელისათვის გათამაშებებს?

ჯეო-გათამაშება უდაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი უცვლელი წამყვანი, დუტა სხირტლაძე კი უკვე კომპანიის სახედ ასოცირდება და საზოგადოებაში პოზიტიური მუხტის შეტანაში გვეხმარება.

მედია ურთიერთობები და წარმატყებულუ მედია გაშუქება

PR სამსახურის სპეციპიკიდან გამომდინარე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მედია საშუალებებთან ურთიერთობას. ის რომ ყოველი სიახლე ოპერატიულად იქნას გაშუქებული. კომპანიის ძირითადი მესიჯები მოსახლეობამდე სწორად იქნას მიტანილი, ამაზე ზრუნვა ჩვენს სამსახურს ყოველდღიურად უწევს. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კომპანიასა და მედიასეგმენტს შორის ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბებას და მის შემდგომ განვითარებას.

თუ შექმნია კომპანია ჯეოსელს კრიზისული სიტუაცია და როგორ განახორციელეთ კრიზის მენეჯმენტი?

ბოლო წლებში კომპანიას კრიზისული სიტუაცია არ შექმნია. ჩვენი კომპანია ძალზედ სერიოზულად უყურებს ანტიკრიზისული სტრატეგიის ჩამოყალიბებას. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ასეთი სტრატეგიის ქონა საშუალებას მოგვცემს ოპერატიული რეაგირება მოვახდინოთ კრიზისული სიტუაციის პერიოდში.
პიარის მნიშვნელობა ორგანიზაციაში და ურთიერთობები სხვა დეპარტამენტებთან?
ჩვენს კომპანიაში პიარ სამსახური წარმოადგენს ერთგვარ დამაკავშირებელ რგოლს სხვადასხვა განყოფილებებს შორის. ჩვენი მოვალეობაა ყოველთვის ვიყოთ მოვლენების ცენტრში, ვიზრუნოთ სხვადასხვა განყოფილებების აქციების მხარდაჭერაზე და ვიყოთ ინფორმირებული კომპანიაში მიმდინარე ყველა პროცესის შესახებ.

როგორია ჯეოსელის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები?

ჩვენ მომავალ წელს 10 წელი გვისრულდება, რისთვისაც განსაკუთრებით ვემზადებით. გვინდა საიუბილეო თარიღს ჩვენს ერთგულ აბონენტებთან ერთად ბევრი სიახლითა და სიურპრიზით შევხვდეთ.






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.