მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


როდის ჩნდება პიარი?
როდის ჩნდება პიარი?
  
საზოგადოება სხვადასხვა ჯგუფების ერთობლიობაა, რომლებიც ამყარებენ კონტაქტებს ერთმანეთთან. იმისთვის, რომ საზოგადოების ინფორმირება მოხდეს საჭიროა არა მარტო ერთი წყარო არსებობდეს ინფორმაციის გავრცელების არამედ მიმღები, რომელიც გამოიწვევს რეაქციას. პიარი ზუსტად ორმხრივი ურთიერთობები და ორმხრივი კომუნიკაციაა, როდესაც მოსაუბრეები ცვლიან ერთმანეთში ინფორმაციას და უზიარებენ აზრებს ერთმანეთს. ტოტალიტარული სახელმწიფო სისტემისათვის ცალმხრივი კომუნიკაცია იყო დამახასიათებელი ანუ სუბიექტი გასცემდა ინფორმაციას და არ ელოდებოდა საზოგადოების რეაქციას, უკუკავშირს. ხოლო დემოკრატიულ სისტემაში და დემოკრატიულ საზოგადოებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და უკუკავშირს.

პიარ აშშ-ში მე-19-20 საუკუნის მიჯნაზე დამკვიდრდა, როდესაც ბიზნესი განვითარდა და აუცილებელი გახდა მომხმარებელზე ზრუნვა და მათი ინტერესენის გათვალისწინება ასევე ახალი პროდუქტების და მომსახურებების საზოგადოების ნდობის მოპოვება და გაყიდვა. ბიზნესის წარმომადგენლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შექმნილიყო მართვის ახალი სისტემა, რომელიც გავლენას მოახდენდა საზოგადოებრივ აზრზე. პიარი როგორც პროფესიული სისტემა ზიგმუნდ პროიდის დიშვილმა ედვარდ ბერნეისმა ჩამოაყალიბა ამერიკაში. მან შექმნა მართვის სისტემა, რომელის ეფუძნებოდა ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, მომხმარებელთან ურთიერთობის და სოციალურ მეცნიერებების პრაქტიკას. მან ორი სიტყვა საზოგადოება (Public) და ურთიერთობები (Relations) შეაერთა და დაარქვა (Public Relations) ფაბლიქ რილეიშანზი ანუ საზოგადოებრივი ურთიერთობები. ამერიკიდან პიარმა დიდი გავრცელება ჰპოვა მთელ მსოფლიოში რადგან ის არის რამოდენიმე დისციპლინატა ერთობლიობა ის ზრუნავს, როგორც კომპანიის რეპუტაციაზე ასევე მის პოპულარიზებაზე, საზოგადოების ინფორმირებულობაზე, კეთიკგანწყობილი და გრძელვადიან კავშირის დამყარებაზე. პიარი ასევე წარმარებით განვითრდა პოლიტიკაში, შეიქმნა გარკვეული ტექნოლოგიები, რომელის გამოიყენება არა მარტო არჩევნების დროს, პოლიტიკური პიარ, პიარის ცალკე დიდი ნაწილია ასევე პიარს მნიშვნელოვანი ნაწილია კრიზისს მენეჯმენტი. პოლიტიკურმა პიარმ დიდი გარცელეა ჰპოვა მთელს მსოფლიოში ის დიდი წარმატებით გეგმავს და ახორციელებს საარჩევნო კამკანიებს, პიარის ტექნიკის მეშვეობით პოლიტიკაში და ხელისუფლებაში მოდიან ესა თუ ის ადამიანები. პიარ სპეციალისტი არის ადამიანი რომელის გეგმავს და ახორციელებს გარკვეულ ქმედებებს რომელის იწვევს კეთილგანწყობას და ნდობას ამა თუ იმ კომპანიის ან ადამიანის მიმართ. პიარის სამუშაო მოითხოვს სხვადახვა დისციპლინების ცოდნას ესენია: მარკეტინგი, რეკლამა, სოციალური ფსიქოლოგია, მენეჯმენტი და აშ. პიარი ხშირად ერევათ რეკლამაში, განსხვავება არის იმაში, რომ რეკლამაში იხდიან ფულს ხოლო პიარი ქმნის მოვლენებს რომლენის უფასოდ შუქდება მედიაში.

როგორ ვითარდება პიარი საქართველოში? საქართველოში პიარის გამოჩენა 90 იანი წლებიდა იწყება, როდესაც გაჩნდა მოთხოვნილება ბიზნესის დაწყებაზე ქვეყანამ ახალ სისტემაზე გადასვლა დაიწყო. 1993 წელს პირველად შეიქმენა ორგანიზაცია, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი უწოდა მარიკა დარჩიამ. 1995 წელს ვანო ჭიაურელმა გახსნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველი პიარის სპეციალობა, რამოდენიმე ხნის შედეგ შეიქმნა პიარ სააგენტოები ხოლო მოგვიანებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა პიარის სპეციალობა და გაიხსნა უამრავი პიარ კურსები. ეკონომიკისა სა ბიზნესის ზრდასთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან ერთად სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ აზრს მოთხოვნადი გახდა პიარ სპეციალისტი, როგორს კერძო ასევე სახელმწიფო სექტორში. პრესსამსახურები გადაკეთდა საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურად. საქართველოში უფრო მეტი მოთხოვნა პოლიტიკურ და ბიზბეს პიარზეა. რაც შეეხება შავი პიარის არსებობას ის როგორც ტერმინი არ არსებობს, საზოგადოებტივი აზრის მანიპულატორები ყველა პროფესიაში არსებობენ მათ შორის პიარშიც, სწორედ ამიტომ არესბობს პიარის ქცევის კოდექსი და პიარ ასოციაციები მთელ მსოფლიოში, რომლების არეგულირებენ პიარისტების ქცევას და შესრულებულ საქმიანობას. პიარი რთული პროფესიაა ის მოითხოვს პიართან ახლოს მდგარი სპეციალობების კარგ ცოდნს, სწორედ ამიტომ ნაკლებია კვალიფციური პიარ კადრები ბაზარზე, რადგან უნივერსიტრტებში პიარი არ ისწავლება სათანადო დონეზე. ასევე წარმატებულად საქმიანობენ პრაქტიკოსები რომლებიც პიარში მიდიან ჟურნალისტიკიდან მათ აქვთ კონტაქტენი და იციან მედია გაშუქების სტრატეგია, რაც ეხმარება მათ საქმის ეფექტურად შესრულებაში.
დღევანდელი მთავრობა კარგად ფლობს პიარ ტექნოლოგიებს, მათ მოახერხეს საზოგადოებრივი აზრის მართვა და სასურველი მიმართულებით წაყვანა. გამიზნულად და ეფექტურად იყო დაგეგმილი ?ვარდების რევოლუცია? რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ პიარ კამპანიათ, სხვადასხვა აუდიტორიების დაყოფა და მათთვის სერვისების შეთავაზება. პენსიონერებს გაზრდილი პენსიები, ახალგაზრდებს პატრიოტის ბანაკები, ავადმყოფებს ამბულატორიები, მძღოლებს გზები, თბილის და ბათუმს შადრევნები. შესაბანისად მახსენდება ერთი გამოთქმა ოცდამეერთე საუკუნეში ვინს მართავს ინფორმაციას მას ააქვს ძალაუფლება. ამიტომ პიარს დიდი როლი ენიჭება დღევანდელ საზოგადოებაში რადგა ის გვევლინება ინფორმაციის მართველად.

ავტორი: ელდარ პირმისაშვილი, პიარ სპეციალისტი,
პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია ? საქართველოს ვიცე ? პრეზიდენტი
2006 წლის ივნისი, სტატია დაიბეჭდა გაზეთ "24 საათში"






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.